რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვალობით, ბელარუსში რუსეთის სამხედრო დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაო ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხების განხილვაა.
უახლოეს მომავალში ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „სლავური ძმობა 2020“ გაიმართება.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ბელარუსში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 76-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დანაყოფი ჩავიდა.
“1არხი”