ცოტა ხნის წინ კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, ესპანეთის “ბასკონიადან” მოსკოვის ცესკაში გადავიდა.
თორნიკე
ამას საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. news.ru-სთან მიცემულ ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ გაეცნო უარყოფით კომენტარებს, თუმცა მათთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
– გულწრფელად გითხრათ, თბილისსა და ბათუმში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნება აღარ მინდოდა. იქ ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ადამიანები მოსკოვში უფრო სერიოზულები არიან. ასე არ ფიქრობთ?
– არა, ასე არ არის. რუსეთშიც ისეთივე კეთილი ხალხი ცხოვრობს, როგორც საქართველოში. რაც უფრო მეტად ვეცნობი რუსებს, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. რუსები მაგარი ხალხია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ში გადასვლამდე ესპანურ “ბასკონიაში ” თამაშობდა და წელს ის ესპანეთის ჩემპიონიც გახდა, რის შემდეგაც მოსკოვურ კლუბს შეუერთდა.
hotnews.ge