-„თუკი ვინმე თესავს პანიკას, ეს ხელისუფლებაა.
თვითონვე ამბობენ – ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა (რასაც “მეორე ტალღას”ეძახიან), მოსალოდნელი იყოო.
ჰოდა რომ არ შეგვეშინდეს და პანიკას არ მივეცეთ, გვაჩვენეთ ბოლო 4-5 თვეში ახლად გარემონტებული და აღჭურვილი კლინიკები, პალატები, რეანიმაციული განყოფილებები, ბოქსები, ახლად შეძენილი “ვენტილატორები”.
მოგვიყევით – რამდენი ექიმი/ექთანი/სანიტარი/ლაბორანტი გადამზადდა? ვინ გადაამზადა? სად ? როდის ? როგორაა მარაგების საქმე?
ეს იქნება მოსახლეობის “დამაწყნარებელიც” და კარგი მენეჯმენტის მაჩვენებელიც“, – წერს ექიმი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში.
“თვალსაზრისი”