ტიხანოვსკაია: თუ ლუკაშენკო მშვიდობიანად წავა, მას უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას განცხადებით, თუ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მშვიდობიანად წავა, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.

 

უკრაინულ გამოცემა „მარცხენა ნაპირთან“ ინტერვიუში ციხანოვსკაიამ  აღნიშნა, რომ  მოსკოვს ლუკაშენკოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ციხანოვსკაიას თქმით, მშვიდობიანად წასვლის შეთხვევაში, ლუკაშენკო უსაფრთხოების გარანტიებზე მეტს მიიღებს.

„ეს ყველაფერი განიხილება. რა თქმა უნდა, თუ ის მშვიდობიანად, ადამიანურად წავა, მაშინ არის ამის შესაძლებლობა. შეიძლება დადასტურებულადაც ითქვას. ყველა ადამიანის მოსაზრება გათავლისწინებული იქნება“, – აღნიშნა ციხანოვკაიამ.

“1არხი”