აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე გაფორმებული შეთანხმებები „ახალი ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟია.“
„ათობით წლის განმავლობაში დაყოფისა და კონფლიქტის შემდეგ ახალი ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟს აღვნიშავთ, ჩვენ აქ ისტორიის კურსის შესაცვლელად შევიკრიბეთ,“- მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში შეკრებილ ადამიანებს, სადაც ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისტორიულ შეთანხმებებს საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი.
შეთანხმებების გაფორმებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც მიესალმა.
„ეს დღე არის ისტორიის ღერძი, მშვიდობის ახალი გარიჟრაჟის მაცნე,“- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისათვის, არაბული ქვეყნების უმეტესობა ისრაელს ათობით წლის განმავლობაში უცხადებდა ბოიკოტს და აცხადებდა, რომ მასთან ურთიერთობას მხოლოდ მას შემდეგ დაამყარებდა, რაც ისრაელ-პალესტინის დავა გადაწყდებოდა.