პროტოკოლში ჩამოთვლილ რეკომენდაციებში შედის როგორც ალკოჰოლსა და სიგარეტზე უარის თქმა, ისე სექსისგან თავის შეკავება.
. ქალებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ პოსტრეგისტრაციულ კვლევებში, არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობა, იუწყება РИА Новости კლინიკური კვლევების პროტოკოლზე დაყრდნობით.
„თუ კვლევაში მონაწილეობა გადაწყვიტეთ, ტესტირების პერიოდში თქვენთვის რეკომენდებული არ არის დაორსულება, ბავშვის ძუძუთი კვება და ასევე კვერცხუჯრედის დონორობა ვაქცინაციიდან სამი თვის განმავლობაში“, — წერია პროტოკოლში.
ექიმები ფეხმძიმე ქალებს დაუყოვნებლივ ჩამოაშორებენ კვლევას და დაკვირვებას დაიწყებენ მათზე.
პროტოკოლი შეიცავს რეკომენდაციეს მამაკაცებისთვისაც. ტესტირების პერიოდში და ვაქცინაციიდან სამი თვის განმავლობაში მათ თავი უნდა აარიდონ ბავშვის ჩასახვასა და სპერმის დონორობას ხელოვნური განაყოფიერებისთვის.
ამასთან მოხალისეებმა ვაქცინაციამდე სამი დღით ადრე სრულად უნდა გამორიცხონ ალკოჰოლი, ხოლო კვლევის პერიოდში თავი უნდა შეიკავონ მისი ჭარბი მიღებისგან.
რაც შეეხებათ მწეველებს, ექიმები მათ სთხოვენ, დღეში ათი ღერი სიგარეტით დაკმაყოფილდნენ.
ჯანმო არ დაამტკიცებს COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, თუ… კრიტერიუმები განსაზღვრულია>>
აგვისტოში რუსეთმა COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა სახელწოდებით Sputnik V, რომელიც სწორედ გამალეის ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. ვაქცინის წარმოება უკვე დაწყებულია.
ამ კვირაში პრეპარატის პირველი პარტია სამოქალაქო მიმოქცევაში გამოვიდა, ასევე კლინიკური კვლევების მესამე ფაზა დაიწყო.
COVID-19-ზე ფართო ვაქცინაცია წარმოების ზრდასთან ერთად და რეგისტრაციის შემდგომი ინფორმაციის დაგროვების კვალდაკვალ დაიწყება, აღნიშნეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში.
“სპუტნიკი”