2020 წლის პირველ ნახევარში განქორწინებებისა და ქორწინებების სტატისტიკა შემცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქორწინების რიცხვმა – 6 387, ხოლო განქორწინების შემთხვევებმა – 3 441 შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რაც შეეხება, „საქსტატის“ მონაცემებით, ქორწინების რაოდენობა იყო: 10 480, ხოლო განქორწინების რიცხვი შეადგენდა: 5 295.
წყარო: topnews.com.ge