აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა (HHS) და თავდაცვის სამინისტრომ ორი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია COVID-19-ის ვაქცინების განაწილების შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
”COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხო და ეფექტური პროგრამების განსახორციელებლად მომზადება გადამწყვეტი ნაბიჯია ამერიკელების დასაცავად და კორონავირუსის შესამცირებლად, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს” – განაცხადა CDC-ის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა.
HHS-მა განაცხადა, რომ მან დოკუმენტები თავდაცვის დეპარტამენტთან და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) ერთად შეიმუშავა.
წყარო: itv.ge