უგანდის ციხიდან 200-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

უგანდის ციხიდან 219 პატიმარი გაიქცა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, უსაფრთხოების ძალები მათ მოძებნას ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებმა გაქცევამდე ციხის ყვითელი ფორმები გაიხადეს და შიშვლები გაიქცნენ. როგორც საპატიმროში აცხადებენ, გაქცევამდე პატიმრებმა ჯარისკაცი მოკლეს.

ციხის წარმომადგენლები გაქცეულ პატიმრებს დაედევნენ. ორი პატიმარი დაიჭირეს ორი მოკლეს. მათი თქმით, ისინი შეიარაღებულები არიან.

ოფიციალური ინფორმაციით, უგანდაში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, პატიმართა მესამე გაქცევის ფაქტი ფიქსირდება.

წყარო: report.ge