“დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე სანდო არ არის.
„მე ვენდობი ვაქცინას, ვენდობი მეცნიერებს, მაგრამ არ ვენდობი დონალდ ტრამპს. მას ამერიკელი ხალხიც არ ენდობა” – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უახლოესი კვირების განმავლობაში დამტკიცდება.
შეგახსენებთ, რომ დონალტ ტრამპმა განაცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 3-4 კვირაში მზად იქნება.
წყარო: ghn.ge