მექსიკაში, პოლიციასა და კრიმინალებს შორის დაპირისპირებისას ტყვია 6 წლის ბავშვს მუცელში მოხვდა.
6 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში უმცროს ძმასთან ერთად თამაშობდა. სამართალდამცავებმა ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შემთხვევა ტიხუანაში, საცხოვრებელი სახლის გვერდით მოხდა.
შეიარაღებულმა პირებმა მაღაზია გაქურდეს და მიმალვას აპირებდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. უცნობია, კრიმინალების, თუ პოლიციის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა ბავშვს. ქალაქის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. ოჯახი დანაშაულის სამართლიანად გამოძიებას და დამნაშავის სრული სისასტიკით დასჯას ითხოვს. გამოძიების დასრულებამდე 4 პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა.
წყარო: fortuna.ge