ბათუმში ორ ადვოკატს კორონავისური დაუდასტურდა

ბათუმში ორ ადვოკატს კორონავისური დაუდასტურდა.

მათ შეხება ჰქონდათ საქალაქო სასამართლოსთან, სწორედ ამიტომ სასამართლო დისტანციურ მუშაობაზე გადადის. აღსანიშნავია, რომ პროცესებს მხოლოდ მხარეები დაესწრებიან.

როგორც სასამართლოში განაცხადეს, გადაიდება იმ საქმეების განხილვა, სადაც კანონით გათვალისწინებული ვადა არ დაირღვევა.

სასამართლოს მენეჯერის თქმით, მოსამართლეები და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები ტესტირებას კორონავირუსზე დღეს გაივლიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”