ბელარუს ლიბერალებს მერაბიშვილის გამაუპატიურებელი პოლიციელები ელანდებათ

მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო – ნათქვამია. ზუსტად ასე მოსდით ბელარუს ლიბერალ-ამბოხებულებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი სახელმწიფო და ქვეყნის დასავლურ კოლონიად გადაქცევა სურთ.

ასეთ კოლონიას, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის მაგალითები აჩვენებს, ზედმეტად მკაცრი პოლიცია სჭირდება – პოლიცია, რომელიც დაკავებულებს, პატიმრებს, “დუბინკებით” აუპატიურებს. ამიტომაც ბელარუსიაში ლიბერალ-ამბოხებულებმა მოიგინეს ისტორია, რომ უკანონო დემონსტრაციებზე დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი პოლიციამ ხელკეტით გააუპატიურა.

ეს მოგონილი ფაქტი, “ჰიუმან რაითს უოტჩმა” გადამოწმების გარეშე შეიტანა თავის მოხსენებაში, როგორც სინამდვილე. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის მოხსენება კიდევ სხვა დემონსტრანტების მონათხრობებსაც შეიცავს, დაკავებულებისადმი უხეში მოპყრობის შესახებ, რაც “წამებად” საღდება. ნახსენებია ასევე მუქარები ხელკეტებით გაუპატიურების შესახებ, რომლებიც თითქოს პოლიციელთა მხრიდან ისმოდა. თუ ეს ასეა, ბელარუს პოლიციელებს ამის უფლება ნამდვილად არ ჰქონდათ, რადგან ხელკეტით პატიმრების გაუპატიურების პატენტს 21-ე საუკუნის ევროპაში მხოლოდ საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფლობს.

აღსანიშნავია, რომ “ჰუმან რაითს უოტჩმა” 8-12 აგვისტოს მანძილზე დაკავებული სულ 27 პირი გამოკითხა, მათი არც თუ მცირე ნაწილი “არატრადიციული გარეგნობის” ადამიანი – პირსინგებიანი, ტატუებიანი, ზედმეტად გრძელთმიანი და ა. შ. გამოდგა. პოლიციელები განსაკუთრებით უხეშად მათ ეპყრობოდნენ, ზოგ შემთხვევაში კი “ნამდვილი” გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.

ასეთია “ვარდების რევოლუციის” ექსპორტის შედეგები ბელორუსიისათვის.