გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც- ამირან გამყრელიძე

გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ეპიდვითარებიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად რეკომენდირებულია, როდესაც კანდიდატები ამომრჩევლებს ეხუტებიან, ამირან გამყრელიძე პასუხობს „ამ პერიოდშიც არ არის ეს სასურველი, გადავეჩვიოთ“.

„მესმის, ამ დროს გარკვეული ემოციური ფაქტორი არის, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოციები, არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს, თუ ამომრჩეველს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მისთვის ცალკე პირობები იქნება შექმნილი. არჩევნების ჩატარების „გაიდლაინზე“ სადაც რეკომენდაციებია გაწერილი სპეციალური კომისია მუშაობს.

“აიპიენი”