რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის გამგეობის გადადგომას ითხოვს

რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფი რაგბის გამგეობის გადადგომას ითხოვს.

რაგბის კავშირში დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიმართვა გაავრცელეს.

მასში ნათქვამია, რომ „რაგბის კავშირში „კლანის“ მოშორების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაგბის კავშირში არსებული პრობლემების საჯაროდ გამოტანა გახდა საჭირო.

რაგბის კავშირის შენობაში 16 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო. ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი დააკავეს.

 

“იმედინიუსი”