როგორც მოგეხსენებათ, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის შესარჩევი შეხვედრა გაიმართება, სადაც დედაქალაქური ,,ლოკომოტივი,, რუსეთის პრემიერლიგის კლუბს მოსკოვის ,,დინამოს,, უმასპინძლებს.
თამაშის მოლოდინში მცირე კომენტარის გაკეთება ვთხოვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ანდრეი ლუგავოის, რომელიც სათათბიროს საფეხბურთო ნაკრებშიც თამაშობს.
“ვფიქრობ, თამაში საინტერესო იქნება. გუნდები არ არიან გაზულუქებული მოგებებით. შეეცდებიან მაქსიმალურად ანახონ ტელემაყურებელს თუ რა შესაძლებლებლობები გააჩნიათ მათ არსენალში. მოსკოველებისთვის ეს პირველი გასვლითი შეხვედრაა და თან უეფა-ს ეგიდით. ვფიქრობ ქართველებიც და რუსებიც მაყურებელს აზარტულ პაექრობას უჩვენებენ და მოგებისკენ მისწრაფებას.
ქართველი და რუსი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. სამწუხაროა რომ ცარიელ ტრიბუნაზე გაეჯიბრებიან ერთმანეთს, თუმცა ღირსეული გაიმარჯვებს. ჩვენ კი მაყურებელი ტელეეკრანიდან მხოლოდ მოვიგებთ შეხვედრის ყურებისას” – აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ მოსკოვის ,,დინამო,, ბოლოს საქართველოს 2013 წელს სტუმრობდა და თბილისელ თანაკლუბელებთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ფრეს 1:1 დასჯერდა.