დონალდ ტრამპი: მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ყველა მეგობარი დავკარგე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი მეგობრები დაკარგა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, არმომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„მე მყავდა მეგობრები და შესანიშნავი საუბრები გვქონდა ხოლმე, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი გავხდი. მას შემდეგ მეგობრები მირეკავენ და ამბობენ: „ბატონო პრეზიდენტო, სერ, ხომ არ გსურთ, შევხვდეთ?“ – მე კი ვპასუხობ – „მოეშვით, უბრალოდ დონალდი დამიძახეთ, ჩვენ ხომ ერთმანეთს 30 წელია ვიცნობთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ახლა მეგობრების ნაცვლად ის დროს კონგრესის წევრებთან ატარებს.

“იმედი”