იძულებულები ვართ, ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩავკეტოთ, უკრაინასთან კი -კონტროლი გავაძლიეროთ- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

 

„ჩვენ იძულებულები ვართ, გავიყვანოთ ჯარი ქუჩებიდან. ნახევარი არმიის მობილიზება მოვახდინოთ და დავხუროთ დასავლეთ საზღვრები, უპირველეს ყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსს ომი არ სურს. ლუკაშენკომ ლიეტუველებს, პოლონელებსა და უკრაინელებს მიმართა, თავიანთი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის დაწყების უფლება არ მისცენ.

„არ შეიძლება ცხელ ომამდე მისვლა. არ მსურს, ბელარუსი, ან პოლონეთი და ლიეტუვა, გადაიქცნენ ბრძოლის ველად, სადაც სხვების საკითხები გადაწყდება. მსურს, მივმართო ლიეტუველ, პოლონელ და უკრაინელ ხალხს: შეაჩერეთ თქვენი შეშლილი პოლიტიკოსები და არ მისცეთ მათ ომის დაწყების უფლება,” – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

“აიპიენი”