პროკურორის თქმით, არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე

საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი ტელეფონიდან და იუთუბ-არხიდან მოპოვებული ვიდეომასალა საკამაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რადგან ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

 

“იმედინიუსი”