სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა. სოზარ სუბარმა პირადად მოისმინა მოსახლეობის პრობლემები.

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა.

კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

“იმედინიუსი”