სწავლების დისტანციურ მოდელს მოაქვს მხოლოდ ტანჯვა და არანაირი შედეგი

ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკარის აზრით სწავლების დისტანციურ მოდელს მოაქვს მხოლოდ ტანჯვა და არანაირი შედეგი.

დისტანციური ფორმით სწავლება პირველკლასელებისთვის – ეს რთული ამოცანაა, მიიჩნევს პედაგოგი, ლექტორი, მწერალი, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

გამყრელიძე: ჩემი შვილიშვილები ფიქრობენ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში>>

ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო მთავრობამ სასწავლო წლის დისტანციურ რეჟიმში დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფორმატის მინუსებს შორის სახელდება სასკოლო მასალის ცუდი ათვისება და გაკვეთილების ჩატარების ცუდი ხარისხი.

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან – არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე – დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე. თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი“, წერს კეკელიძე თავის Facebook–გვერდზე.

მისი თქმით, აბსურდი ან თავის მოტყუებაა, რომ ახლა ციფრული ეპოქაა და ის ამგვარი მოდელის იმპულსს ისედაც იძლეოდა, მაგრამ არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება.

ბავშვების დაბრუნება სკოლებში შეიძლება, თუ წესებს დავიცავთ – იმნაძე>>

„იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს“, – აღნიშნავს კეკელიძე.

“სპუტნიკი’