ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში.
როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 კრიტიკულად მძიმე და 70-ზე მეტი მძიმე პაციენტი მკურნალობს.
„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი, აქედან კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 35 პაციენტი მკურნალობს, 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი.
“ინტერპრესნიუსი”