“გალფი” ტრადიციულად ზრუნავს გარემოზე და წელსაც ტურისტული სეზონის მიწურულს პროექტი – “მოუარე საქართველოს” განაახლა. პროექტის მთვარი მესიჯია – “ერთად დავალაგოთ საქართველო”, რომლის ფარგლებშიც კომპანია “გალფი”, მოლაშქრეთა კლუბთან და მოხალისეებთან ერთად გეგმავს წელსაც რაც შეიძლება მეტი ტურისტული ზონა დაასუფთავოს, ხოლო პრევენციის მიზნით აქტიურად მოუწოდოს საზოგადოებას შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.
კამპანია მოლაშქრეთა კლუბის იეტის ორგანიზებით განხორციელდება. ნარჩენებისგან დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდა რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ადგილები, სადაც შექმნილი ვითარება საგანგაშოა და დაუყოვნებლივ მოითხოვს რეაგირებას. კამპანიის ფარგლებში სექტემბრის თვეში დასუფთავდება სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია, კოჯორი, მარტყოფის მონასტერის მიმდებარე ტერიტორია, ზედაზენი და შიომღვიმე.
მას შემდეგ, რაც ტერიტორიები ნარჩენებისგან გაიწმინდება, თითოეულ მათგანზე განთავსდება მანიშნებლები, სადაც მითითებული იქნება, თუ როდის და რა რაოდენობის ნარჩენისგან გაიწმინდა აღნიშნული ტერიტორია.
წყარო: newposts.ge