ჩეჩნეთში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ძეგლი აღმოაჩინეს

ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ძეგლი [ქვა ასომთავრული წარწერით] აღმოაჩინეს. იუწყება რუსული სააგენტო ტასი ჩეჩნეთის ჰუმანიტარული კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ აზმაათ ახმაროვზე დაყრდნობით.

იტუმ-კალინსკის რაიონში აღმოჩენილი ქვა შეიცავს ასომთავრული შრიფტით დაწერილ ტექსტს.

სოფელი ბაულოიში, იტუმ-კალინსკის რაიონში, მეჩეთის ნანგრევების შესწავლისას ნაპოვნია შუა საუკუნეების დამწერლობის იშვიათი ნიმუში. ეს ქვის ბლოკი შეიცავს ტექსტს, რომელიც 24 ასოსგან შედგება და დაწერილია ასომთავრული შრიფტით. არტეფაქტი გადატანილია გროზნოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. ქართველ კოლეგებთან ერთად დაწყებულია ტექსტის გაშიფვრის სამუშაო”, – წერს ახმაროვი Facebook-ზე.

მეცნიერის თქმით, აღმოჩენა უნიკალურია მთიანი ჩეჩნეთისთვის, ასეევე მდინარე არღუნის ხეობისთვის, რომელიც სათავეს საქართველოში იღებს.

მისივე თქმით, აღმოჩენა უნიკალურია იმითაც, რომ მანამდე ჩეჩნეთში აღმოჩენილი მსგავსი ნიმუშები, მხოლოდ მოკლე ფრაზებსა და რამდენიმე ნიშანს შეიცავდა.

უძველეს სოფელ ბაულოიში მდებარე მეჩეთი ქრისტიანული ტაძრის ადგილზეა აგებული. ტაძარი ქართველი მისიონერების გამოჩენის შემდეგ აშენდა. შუასაუკუნეების ქართული კვალი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში დღემდეა შემორჩენილი. ინგუშეთისა და დაღესტნის მთებში აშენებულია ქართული ძეგლები – ტყობა-ერდისა და დათუნას ტაძრები. ორივე ძეგლი ჩეჩნეთში ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

წყარო: bfm.ge