მინსკში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სვეტლანა ტიხანოვსკაიას მონაწილეობა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა იქნება

მინსკში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სვეტლანა ტიხანოვსკაიას მონაწილეობა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

 

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ანატოლი გლაზმა განაცხადა, რომ მინსკმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ევროკავშირში ბელარუსის წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა.

„ნათელია, რომ ასეთი ქმედებები, თუ ეს მართლაც მოხდა, ქვეყნის შიდა საკითხებში თავხედური და ღია ჩარევაა, ამასთან, მოსახლეობის სრული უპატივცემლობა. საერთოდ, რა საჭიროა არჩევნების ჩატარება, თუ გარედან ყველა კუთხით მოსახერხებელი სუბიექტის დანიშვნა და შემდეგ მასთან ურთიერთობებს აწყობის შთაბეჭდილების შექმნა შეიძლება. ასეთი ნაბიჯების შემდეგ ჩემი აზრით ყველასთვის ნათელია, რომ საქმე გვაქვს ბელარუსის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის მცდელობასთან“, – განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ანატოლი გლაზმა.

“1არხი”