„რა გავაკეთეთ ისეთი, რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?“– თენგიზ ცერცვაძე

-„ყველას შეუძლია იმის თქმა, – მოსახლეობას ყელში არ ამოუვიდეს, მაგარამ რა გავაკეთეთ ისეთი, რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?

 

პირიქით, დღევანდელი რეგულაციებია, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირების დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. რა არის ამაში ისეთი რაც შეიძლება მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?

ვხედავთ, – მოსახლეობა ნელ-ნელა დუნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. მუდმივი განგაშის მდგომარეობაში ადამიანი ვერ იცოცხლებს.

არის მცდელობები და ამ მცდელობების აღსრულება, – ყველაფერი მოსახლეობას არ დაბრალდეს. შემთხვევების გაზრდაში მოსახლეობის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ეს ბრალდებათ. სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი ტაქტიკაა, მოსახლეობას ეს ყველაფერი არ დაბრალდეს.

შემთხვევების გაზრდაში მოსახლეობის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ეს ბრალდებათ“, –  განაცხადა  ინფექციური საავამდყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

“თვალსაზრისი”