სოროსელი ჭინკა თალაკვაძე ანტიქართულ პროვოკაციას განაგრძობს – ქოცმონებო, გონს მოდით!

ქოც-მონებო, გონს მოდით! ნუ აძლევთ საშუალებას თალაკვაძისნაირ სოროსელ ჭინკებს, საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ გათელონ! ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ერთიანობის გასაღები მოსკოვში დევს და არა სხვაგან – მაშ, ხელისუფლებავ, იმოქმედე მოსკოვის მიმართულებით!

ლოგიკურია, ხომ? მაგრამ, არა, სოროსის ჭინკებით გატენილი ქოც-ნახირი ვერ აღიქვამს საერთაშორისო პოლიტიკას ადეკვატურად, ვერ გებულობს და თან არც სურვილი გააჩნია, დაიწყოს რუსეთთან პრობლემების მოგვარება – საქართველოს სასიკეთოდ!

შევადაროთ რიტორიკა, როგორ საუბრობს რუსი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (სხვათა შორის, თბილისში დაბადებული კაცი) და როგორ პასუხობს მას უნიჭო მელექსე, ძალად პოლიტიკოსი, სოროსის ფონდში დაფრთიანებული არსება, სახელად არჩილ თალაკვაძე! მაშ ასე, სერგეი ლავროვი:

“მე კარგად ვიცი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, ქართველებს უყვართ სიცოცხლე, ისევე, მის ისეთსავე გამოვლინებებში, როგორც რუსეთის ხალხებს – ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანხვედრაა ჩვენს შორის (იღიმის)… ქართველები დაძლევენ არსებულ ანომალურ ვითარებას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ადამიანურ დონეზე”

ახლა თალაკვაძის ნაბოდვარი:

“რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას”.

შე იდიოტო თალაკვაძევ, იქნებ შენ გაიყვან საქართველოს ორ რეგიონში განლაგებულ რუსეთის ჯარებს? თუ გგონია, რომ შენნაირ იდიოტებთან ლაპარაკის გარეშე რუსეთი ვერ გაძლებს ან თუნდაც ცალკე აღებული ლავროვი?! რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არის საქართველოს ინტერესში, ეს აქსიომაა, მაგრამ შენნაირებს არ უნდათ საქართველოსთვის სიკეთე, შენნაირებს უნდათ, რომ საქართველო იყოს გაყოფილი, რათა რუსეთისგან მუდმივი მტრის ხატი არსებობდეს. მხოლოდ ამაში გიხდიან ფულს მამა-მარჩენალები დასავლეთიდან!

ქართველო ხალხო, შენ კი როდემდე უნდა ითმინო ამ არარაობებისგან საქართველოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და უბრალოდ, აბუჩად აგდება?! მეტის ღირსები ვართ, მეტის!