სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ მუქარა სერიოზულია და ამას დავამტკიცებთ- ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური გენერალ-მაიორი ჰოსსეინ სალამი აცხადებს, რომ ირანის მუქარა გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ სერიოზული და სარწმუნოა.

 

„ეს მუქარა სერიოზულია და ამას საქმით დავამტკიცებთ,“- აღნიშნა სალამიმ, თუმცა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის სამიზნე აფრიკაში აშშ-ს ელჩია.

„ფიქრობთ, რომ ჩვენი მოკლული ძმის სისხლის გამო შურს ქალ ელჩზე ვიძიებთ? ჩვენი სამიზნე ისინი იქნებიან, ვინც ამ დიდებული კაცის მოწამეობრივ აღსასრულში პირდაპირი ან არაპირდაპირი როლი ითამაშა,“- აღნიშნა ჰუსეინ სალამიმ.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის „ყუდსის ძალები“ მეთაური ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

“აიპიენი”