ჰაკერებმა 1 000-მდე ბელარუსი პოლიციელის პირადი მონაცემები მოიპარეს და გამოქვეყნება დაიწყეს

ჰაკერებმა 1 000-მდე ბელარუსელი პოლიციელის პირადი მონაცემები მოიპარეს და მათი გამოქვეყნება დაიწყეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

„როგორც კი დაპატიმრებები გაგრძელდება, განვაგრძობთ მონაცემების მასობრივად გამოქვეყნებას. ვერავინ დაიმალება ბალაკლავას მიღმა“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ოპოზიციურ არხ Nexta Live-ს Telegram-ის ანონიმური აპლიკაციით მიაწოდეს.

Telegram-ი არის ინტერნეტის მეშვეობით ტექსტური შეტყობინებების გაცვლის აპლიკაცია, როგორც Whatsapp, Viber და სხვა. სხვებისგან განსხვავებით ის მუშაობს MTProto პროტოკოლის მეშვეობით, მოიცავს დაშიფვრის ალგორითმებს, ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაცია.

მთავრობა აცხადებს, რომ იპოვის და დასჯის მონაცემთა გაჟონვაზე პასუხისმგებელ პირებს.

“იმედი”