ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ იზრდება და 152-დან 196-ს შორის მერყეობს.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ცხელ წერტილად ისევ აჭარა რჩება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რისი შედეგიც სახეზეა და აჭარაშიც კლებისკენ მიდის სიტუაცია.
„მონაცემები არ იზრდება საბედნიეროდ, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი და დღეს, როგორც ვიცი ეს რიცხვი გაორმაგებულია და ამ მონაცემებით, საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება და ვნახოთ როგორი დინამიკა იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგაბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს, საიდანაც 1534 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.
“ინტერპრესნიუსი”