“ახლა ის ადამიანი ვარ, რომელსაც ფეხები უკანკალებს, როცა კიბეზე ადის” – ალექსეი ნავალნი თავისი ჯანმრთელობის შესახებ ჰყვება
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად ბერლინის კლინიკა „შარიტეში” იმყოფება, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში” პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღწერს, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწამვლის შემდეგ.
ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს რამდენიმედღიან კომაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ომსკიდან მოსკოვში ჩასვლისას თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. თვითმფრინავის ბორტზე ნავალნისთნ ერთად მყოფი პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ 20 აგვისტოს დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.
ომსკის კლინიკაში მკურნალობის დაწყების შემდეგ, ოპოზიციონერის ოჯახის მოთხოვნით 22 აგვისტოს ის გერმანიაში გადაიყვანა.
ნავალნი ხელოვნური კომიდან 7 სექტებმერს გამოვიდა.
თავად ნავალნიმ გონზე მოსვლისა და რეაბილიტაციის კურსის დაწყების შემდეგ „ინსტაგრამზე” ორი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც მკითხველებს საკუთარი ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ უყვება.
დღეს მან დაწერა, რომ უჭირს ტელეფონის ხელში დაჭერა და როცა წყალს ისხამს ეს მთელი „ატრაქციონია”.
„ახლა ის ადამიანი ვარ, რომელსაც ფეხები უკანკალებს, როცა კიბეზე ადის, მაგრამ სამაგიეროდ ფიქრობს: ეს, ხომ კიბეა!”, – წერს ნავალნი და იხსენებს, რომ კომიდან გამოსვლის შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში ლაპარაკი და აზროვნება გამართულად არ შეეძლო.
პირველი პოსტი ნავალნიმ 15 სექტემბერს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მთელი დღის განმავლობაში „დამოუკიდებლად” შეძლო სუნთქვა – წერს ნავალნი.
წყარო: resonancedaily.com