შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჯერად სანქციების სამიზნე გახდა ირანის თავდაცვის სამინისტრო და სხვები, ვინც თეირანის ბირთვულ და იარაღის პროგრამაში არიან ჩართული.
„დღეს მე ახალი განკარგულების ფარგლებში პირველ ზომებს მივიღებ, რაც ითვალისწინებს ირანის თავდაცვის სამინისტროს, მისი შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის, ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის ორგანიზაციების და მათი დირექტორების წინააღდეგ სანქციებს. თითქმის ორი წლის განმავლობაში, თეირანში კორუმპირებული ჩინოვნიკები ვენესუელას არალეგიტიმურ რეჟიმთან მუშაობდნენ გაერო-ს იარაღის ემბარგოს თავიდან ასაცილებლად. დღეს ჩვენი ქმედება არის გაფრთხილება. ვინც არ უნდა იყო, თუ ირანის შესახებ გაერო-ს ემბარგოს დაარღვევ, სანქციების საფრთხე დაგემუქრება”,- განაცხადა პომპეომ.
მისივე თქმით, ვაშინგტონი ახალ სანქციებს უწესებს ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელმაც ირანთან კავშირები განიმტკიცა.
“აიპიენი”