აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მომწამვლელი ნივთიერება „რიცინის“ შემცველი წერილის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ინფორმაციით, ქალი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის კანადიდან აშშ-ში შემოსვლას ცდილობდა. ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა.
რამდენიმე დღის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული. გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს.
“აიპიენი”