ავთანდილ რცხილაძეს და გრიშა ონიანს სტალინის სიყვარული აერთიანებთ

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ ავთანდილ რცხილაძეს და ცნობილ სტალინელ გრიშა ონიანს პოზიციათა სხვაობის მიუხედავად, მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავთანდილ რცხილაძემ სტალინის ფენომენი აღიარა და 80 წლის ასაკში თავი სტალინელად გამოაცხადა,  გრიშა ონიანთან პოზიციათა სხვაობა მთლიანად აღმოიფხვრა.

 

ეს ამბავი ასე დაიწყო: ავთანდილ რცხილაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც სტალინის მიმართ ადრინდელი კრიტიკული განწყობა გულწრფელად მოინანია.

იხილეთ ინტერვიუს ელექტრონული ვერსია.

ამ ინტერვიუს გრიშა ონიანი ღია წერილით გამოეხმაურა:

დღეს კი, ავთანდილ რცხილაძე გრიშა ონიანს ოჯახში ეწვია.

მეგობრებმა ერთმანეთს საკუთარი წიგნები აჩუქეს:

ისაუბრეს სტალინის ფენომენის შესახებ. ითქვა, რომ სტალინმა რამდენიმე ათეული წლით შეაკავა პლანეტა დედამიწაზე ლიბერასტული ურჩხულის – ანტიქრისტეს გაბატონება.

– ვინ დაშალა საბჭოთა კავშირი?

შეხვედრის პიკი გახდა სტალინის სადღეგრძელო, რომელიც გრიშა ონიანის 9 წლის შვილიშვილმა, დათუნამ წარმოთქვა:

მასალა მოამზადა ზაზა დავითაიამ

“თვასაზრისი”