ბელარუსში გამართულ „სამართლიანობის მარშზე“ პოლიციამ 230 ადამიანი დააკავა

ბელარუსში გამართულ „სამართლიანობის მარშზე“ პოლიციამ 230 ადამიანი დააკავა.

 

ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მხოლოდ მინსკში მიმდინარე აქციაზე 167 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ერთი ჟურნალისტია.

ბელარუსში ჩატარებულ საპროტესტო აქციას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაიაც გამოეხმაურა.

„ბელარუსი ისევ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი არ მომკვდარა არც მინსკში და არც რეგიონებში“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

“1არხი”