ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სანქციების დაწესების თაობაზე.
ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხის დასამტკიცებლად აუცილებელია, ყველას მხარდაჭერა, რაც დღეს არ ყოფილა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ ბელარუსის ხელისუფლების რამდენიმე ათეული მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირს სანქციები უნდა დაეწესებინა.
“აიპიენი”