სპეციალისტების თქმით, იუპიტერზე დაფიქსირებული საშინელი ძალის გრიგალი საათში 650 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.
აშშ–ის კოსმოსური სააგენტო NASA–ს ექპერტებმა, ტელესკოპ Hubble–ს მეშვეობით, პლანეტა იუპიტერზე უნიკალური წითელი და თეთრი გრიგალების ფოტოები გადაიღეს და საკუთარ Instagram–ზე გამოაქვეყნეს.
სპეციალისტების თქმით, წითელი გრიგალი, რომელიც საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ „დედამიწა ჩაყლაპოს“, ამ დროისათვის უკვე შემცირებისკენ მიდის.
იმავდროულად მის ქვემოთ ფიქსირდება მეორე გრიგალიც, რომელიც კვლავ მრისხანებს და ფერს იცვლის (ამ დროისათვის ის თეთრია), თუმცა ის მნიშვნელოვნად სუსტია პირველზე.
„Hubble–ს ახალ უნიკალურ და შთამბეჭდავ ფოტოზე ჩანს კაშკაშა თეთრი გრიგალი ჩრდილოეთ განედზე, რომელიც საათში 650 კმ სიჩქარით მოძრაობს“, — ნათქვამია Hubble–ს ოფიციალურ საიტზე.
“სპუტნიკი”