თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ასაკის ქალია.
ეზუგბაიას თქმით, ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად გადმოიყვანეს.
“დაგვემატა ერთი, მე-20 გარდაცვლილი. ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ სამი, სულ ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს. სიკვდილობის მაჩვენებელი გახლავთ 0.54%,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
“რუსთავი2”