“მერე ვიღაც ყრანტალა პიტალო გამოძვრება და გეტყვის “იი, აბა რუსეთი გინდაა”?- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს და დანიაში, საბავშვო შოუში მომხდარ ამბავს აკომენტარებს:

 

დანიაში სხეულის გამო სირცხვილთან (body shaming) საბრძოლველად სატელევიზიო შოუში ბავშვების წინაშე ზრდასრულები გაშიშვლდნენ და მათი სხეულების შეფასება სთხოვეს.

დანიაში საბავშვო ტელეშოუში, 7-14 წლის ბავშვებს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინათ შიშველი ზრდასრული ადამიანების სხეულთან დაკავშირებით.

კონკრეტულად, კი პროგრამაში „Ultra Strips Down“ გადაცემაზე ადგილზე იმყოფებოდა ბავშვების აუდიტორია, რომელთა წინაშეც ზრდასრული ადამიანები გაშიშვლდნენ, რათა „მათი სხეულების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გაჩენილიყო“.

შოუს მიმდინარეობისას ბავშვების წინ ყველა ასაკის და გარეგნობის, გამხდარი თუ ჭარბწონიანი ზრდასრული შიშვლდება. როგორ პროდუსერებმა New York Times-ს განუცხადეს, ეს არის საგანმანათლებლო საშუალება სხეულის გამო სირცხვილთან (body shaming) საბრძოლველად.

ტელეპროგრამა დანიის ეროვნულ მაუწყებელზე DRTV-ზე გადაიცემა და წარმოდგენილია საბავშვო არხ Ultra-ზე.

ბავშვების წინაშე გაშიშვლებამ დანიელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დანიის „სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა გადაცემა ღიად გააკრიტიკა.

წყარო