რუსეთმა სტრატეგიული წვრთნები „კავკასია 2020“ დაიწყო, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წვრთნებში, ჯამში, 80 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული წვრთნები “კავკასია 2020” სამხრეთ სამხედრო ოლქის რამდენიმე საწვრთნელ ლოკაციაზე ტარდება.
„კავკასია 2020“ -ის წვრთნების ფარგლებში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო თვითმფრინავები საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ.
წვრთნებში რუსეთთან ერთად სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმარისა და პაკისტანის სამხედრო ნაწილები ჩაერთვებიან. აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი-ლანკის წარმომადგენლები კი დამკვირვებლის როლს შეასრულებენ.
სტრატეგიული წვრთნები „კავკასია 2020“ სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, შავ და კასპიის ზღვებში 21-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
“აიპიენი”