სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილმაც დიდი როლი ითამაშა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინსტინქტებს ხელი შეუწყო და დღეს, ორი კაცი არის პასუხისმგებელი ოპოზიციის ვერ შეთანხმებაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წელი მთლიანად იქნება მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის პასუხისმგელობა.
„ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში, ყველა მაჟორიტარი მათი იქნება, ეს ინსტინქტი შეიძლება, საბედისწეროდაც კი იქცეს ოპოზიციისთვის. სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილმაც დიდი როლი ითამაშა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინსტინქტს ხელი შეუწყო და დღეს ორი კაცი არის პასუხისმგებელი ოპოზიციის ვერ შეთანხმებაზე – ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. იყო დრო, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი ვანო მერაბიშვილს აბრალებდა 2012 წლის არჩევნების წაგებას. 2020 წელი მთლიანად იქნება მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის პასუხისმგელობა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძის აზრით, ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა „ასიამოვნოს მიხეილ სააკაშვილს და ამის შემდეგ, იმედი აქვს, რომ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.“
„ვანო მერაბიშვილი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური ლიდერი, მან ისიც კი ვერ უზრუნველყო, რომ სიაში მოხვედრილიყო, მაგრამ ოპოზიციური შეთანხმებების ჩაშლაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი ჰყავს მოწინააღმდეგები და აღმოჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა ასიამოვნოს მიხეილ სააკაშვილს და ამის შემდეგ, იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ თავის ადგილს დაიმკვიდრებს. სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილმა წაახალისა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობამ” დააპიროს ,,ქართული ოცნების” მარტო დამარცხება“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
“ინტერპრესნიუსი”