პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

პარლამენტი დღეს, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, რამდენიმე კანონში ცვლილებების წარდგენის უფლების მიზნით შექმნილ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად ეხება სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ასევე ცვლილებებს დასაქმებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

 

“იმედინიუსი”