მიხეილ რამიშვილის აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებები უკავშირდება მცდელობას, რომ ის როგორც ადვოკატი, ამ საქმეს ჩამოშორდეს.
მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მან ფოტო ისე გაასაჯაროვა, რომ არ გადაუმოწმებია.
“მტკიცებულების გაყალბება არის სხვანაირი მომენტი. მე ჯერ გავასაჯაროვე ტელევიზიით, მე არ მიმიტანია გამოძიებისთვის და არ წარმიდგენია. ასე რამდენი ჟურნალისტიც ამბობს რამე ინფორმაციას, მაშინ ყველა უნდა დაიჭირო.
ადამიანმა თქვა, მე ვარ პასუხისმგებელი. იმის შემდეგ იძახის, რომ მე ვიძლევი 100%-იან გარანტიას, რომ მოვიტან ისეთ დასკვნას, რომ ეს არის 100%-იანი. ველოდებით ამ დასკვნას.
მე შემეპარება ეჭვი, როდესაც სახელმწიფო დამიდებს მეორე სატელიტიდან გადაღებულ სურათს, რომ 18-დან 22-მდე დგას იქ მანქანა.
ჩემი პირადი მიწერ-მოწერაა გარკვეულ პირებთან, გარდა ამისა სხვა საქმეებიც არის, რომელთანაც არ შეიძლება შემხებლობა კი არა, ერთი თვალითაც კი არ უნდა შეხედოს სხვა პიროვნებამ.
იმ დღიდან, როდესაც მე საქმეში ჩავერთე როგორც დაზარალებულის ადვოკატი, ჩემი მისამართით მუქარა და გარკვეული ცილისწამებები, თვალთვალი ჩემი ოჯახის წევრებზე, დევნა, ჩემი 23 წლის გოგოს დაბურულ მინებიანი შკოდა რომ დაჰყვება,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ ის მიხეილ რამიშვილთან ერთად პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატები მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვას ითხოვენ.
“მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაგვიბარეს მე და მიხეილ რამიშვილი და გვთხოვეს, რომ მიგვეცა ჩვენება თბილისის პროკურატურაში. ჩვენ უარი განვაცხადეთ ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვეთ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა.
მთელი ეს კამპანია, რაც წამოიწყო პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა არის არასწორი. რამიშვილმა წყარო დაასახელა ის ფოტოები ვინ მიაწოდა და პროკურატურა უკვე დაუკავშირდა და გამოკითხა ის წყარო.
ის, რომ რამიშვილის ტელეფონი იყო ჩამორთმეული და ექსპერტიზაზე წაღებული – არის, კიდევ ერთხელ, არასწორი ფაქტი იმიტომ, რომ რამიშვილი არის ადვოკატი, მას აქვს სხვა კლიენტებთან ვალდებულება,” – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი..
“რუსთავი2”