მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან იყო – ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
საქართველოში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:35 საათზე ლაგოდეხთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ლაგოდეხიდან აღმოსავლეთით 4კმ-ში, სოფელ რაჭისუბანთან ახლოს იყო.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
“სპუტნიკი”