გონივრული იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი სააკაშვილმა ჩაშალა – გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ენმ-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის ერთიანი სიის შეთავაზებაზე საუბრობს.

გიგა ბოკერიას თქმით, ერთიანი სიის შემოთავაზება იყო კვლავ ორპოლუსიანობის და წრეზე ტრიალის პოლიტიკა. ბოკერიას თქმით, როგორც ივანიშვილის მმართველობა, ისე სააკაშვილის 2012 წლამდე პერიოდში ყურება არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ენმ-ის მიერ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, თუმცა როგორც ბოკერია ამბობს, სააკაშვილმა ეს მოლაპარაკება ჩაშალა და კვლავ ორპოლუსიანობა შეთავაზა საზოგადოებას.

„ეს პროცესი იყო საჯარო. მაჟორიტარებისა და რეგიონებზე შეთანხმების გადასაფარად, რაღაც ხრიკი იხმარეს და მაშინ ჯერ კიდევ და შემოგვთავაზა ისევ ორპოლუსიანობა ჩვენ და სხვა პარტიებსაც, რომ ერთიანი სია უნდა შევქმნათ თურმე და ეს ჩვენ საჯაროდ ვუარყავით, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც ივანიშვილი და სააკაშვილი წარმოადგენს და პროპორციული არჩევნებისათვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება და მათ შორის ევროპული საქართველო, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა და არ დაკარგულიყო საპროტესტო ხმები.

გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში,ხოლო ეს ჩაშალა სააკაშვილმა და საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი და რაიმე ახალი აღმოსაჩენი არც აქ არ იყო. ჩვენთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა და ეს იყო ცნობილი და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ არაერთხელ. თუკი ენმ გამოიჩენდა პასუხისმგებლობას, ეს იქნებოდა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, ხოლო ეს ყველაფერი ჩაშალა სააკაშვილმა პირადად, თავისი ამბიციების გამო და უკან, 2012 წლამდე პერიოდში ყურების გამო.

ამიტომ, ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა, ივანიშვილის მმართველობა უნდა შევცვალოთ, მისი დარჩენა ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა და ამავდროულად, სააკაშვილივით უკან ყურება და ამ მეთოდებით ბრძოლა არის ქვეყნისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყანას როგორ გამოვიყვანთ კრიზისიდან და ევროპული საქართველო ამას აკეთებს ყოველთვის,სადაც ამის შესაძლებლობა არის,ხოლო სააკაშვილის და ივანიშვილის პროპაგანდა ცდილობს გვატრიალოს იგივე წრეზე, ეს კი უნდა შეიცვალოს.“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

წყარო: ghn.ge