“კორონა ვირუსი არ კლავს, განკურნებადია; შიში და პანიკა მიზანმიმართულად არის დათესილი, ხალხის დასაშინებლად, დასაზომბირებლად”- შორენა შანიძე

კორონავირუსით გამოწვეული პანიკის, მის გამო დანგრეული ქართული ეკონომიკის, ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაციების მავნებლობის, „მკვლელი ექიმებისა“ და სახიფათო ვაქცინაციის, კორონა-აფიორასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ,  „ალიას“   საინიციატივო ჯგუფის „საზოგადოება და სახელმწიფოს“ თანადამფუძნებელი, შორენა შანიძე ესაუბრება.

 

– შორენა, რა გიმყარებს იმ  პოზიციას და აზრს, რომ კორონა ვირუსის პანდემია, ჩვეულებრივი აფიორაა და მეტი არაფერი?

– ეს ვირუსი არის ჩვეულებრივი გრიპი. ამგვარი გრიპები ყოველთვის იყო და ყოველთვის არსებობდა, დღესაც  არის რამდენიმე სახეობის. ეს არის გრიპის შტამი, სხვებზე მეტად სუსტი. კორონა ვირუსი არ კლავს, განკურნებადია და შიში და პანიკა ხალხში მიზანმიმართულად არის დათესილი, ხალხის დასაშინებლად, დასაზომბირებლად. გაყალბებულია დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომ კორონა ჩვეულებრივი გრიპია. ამას უცხოელი ექიმებიც აღიარებენ. სოციალური ქსელი სავსეა ამგვარი, კომპეტენტური ადამიანების სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული ინტერვიუებით. არის მხოლოდ სამედიცინო კვლევებიც. უცხოეთში მცხოვრები  ბევრი ჩვენი თანამემამულე აცხადებს, რომ ეს აფიორაა და ყველა სახის სტატისტიკა გაყალბებული.


– დავუშვათ ასეა, ჩვენმა ხელისუფლებამ რა მიზნით გამოიყენა ეს აფიორა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ხალხის ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი სანქციები შემოიღო? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა აბსურდულ, სულელურ რეკომენდაციას რატომ აჰყვა? ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ამ ორგანიზაციას გლობალისტები მართვენ, ჩვენი ხელისუფლება მათი თანამოაზრეა თუ სხვა მიზეზებიც არსებობს?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია ჩვენი ქვეყანა და ის რეკომენდაციები, რომლებიც ამ ორგანიზაციამ გაავრცელა, ჩვენმა ხელისუფლებამ უპირობოდ მიიღო. მეტიც, პარლამენტმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს არსებული რეგულაციების ნაწილი, გადააბარა მთავრობას და ახლა, მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე, როდესაც მოისურვებს, ამ აკრძალვებს დაგვიწესებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება. მთავრობასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს ჩაუგდეს ხელთ უზარმაზარი უფლებამოსილება. მისი რეკომენდაციით შეუძლია მთავრობას ათასგვარი აბსურდული შეზღუდვები დააწესოს. ამ საკოორდინაციო საბჭოს კი ხელმძღვანელობს ექიმთა ცნობილი სამეული – ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. ეს ხალხი, ჯანმო–ს ყველა რეკომენდაციას უპირობოდ იღებს და ახორციელებს ჩვენთან, ჯერ არც ერთი არ გაუპროტესტებიათ, არც ერთი არ გაუტარებიათ. ჩვენს ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო, ჯანმო–ს ეს რეკომენდაციები არ მიეღო. საქართველოს კონსტიტუცია აძლევდა ამის უფლებას და უნდა ემოქმედათ კონსტიტუციის მიხედვით. მეტიც, ჯანმო–ს რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ უნდა ემოქმედათ, არ უნდა შემოეღოთ შეზღუდვები, არ უნდა დაეკეტათ მთელი ქვეყანა, ხალხი არ უნდა ჩაეგდოთ ამ უკიდურეს გაჭირვებაში, რომელიც ამ ქვეყნის დაკეტვამ გამოიწვია. ბიზნესი გააჩერეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს, ისედაც დანგრეული ქვეყნის ეკონომიკა დააქციეს. ამას ქვეყნისა და ხალხის მტერი თუ გააკეთებდა, სხვა არავინ. ეს ექიმთა სამეული, მგონი ჯანმო–ს მძევლები არიან, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევენ მას. ყველაფერი მიმართულია ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებისკენ. ის ყოველთვიური 200 და ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლებიც მთავრობამ მოსახლეობას დაურიგა, ცხადია, საკმარისი არ არის. სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. საშუალო ფენა მოსპო ამ ხელისუფლებამ. გაღარიბებული ხალხი კი უარესაც გააღარიბა.


– ჰოდა, მაგას გეკითხებით, დავუშვათ, ყველაფერი მასეა, როგორ ამბობთ, ხელისუფლებას რაში უნდა აწყობდეს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და უკმაყოფილო ხალხის  მომრავლება? საბოლოოდ, ეს ისეთ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს ქვეყანას, რომელსაც ეს ხელისუფლება გადაყვება. არც ქვეყნის დეფოლტია გამორიცხული. თავადვე ითხრიან ძირს ამ რეგულაციებით? ეს ხომ აბსურდია?

– საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება გარე ძალებისგან არის მართული. ეს ყველამ ვიცით, ეს აშკარაა. მსოფლიო გლობალურ მთავრობას არიან დაქვემდებარებულნი და მათ რეკომენდაციებს ემორჩილებიან, ჯანმო ამ მთავრობის ერთ–ერთი ინსტრუმენტია. მთელი მსოფლიო იქითკენ მიჰყავთ, რომ გაუარესდეს ყველგან ეკონომიკური მდგომარეობა და მათ შორის, საქართველოც არის. რაში აწყობთ ქვეყნების ეკონომიკების ნგრევა, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუარესება, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ მიდის საქმე და ამ პროცესში, როგორც ჩანს, აწყობთ ჩვენნაირად ეკონომიკურად უძლური სახელმწიფოები. მსოფლიოს მასშტაბის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე და ზოგიერთ კითხვას მომავალში გაეცემა პასუხი, ბევრ დღემდე აუხსნელ, გარკვეულწილად ალოგიკურ ქმედებებს, მომავალში აეხდება ფარდა და გავიგებთ, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ერთი ცხადია. რაც უფრო ღარიბია ქვეყანა თუ ხალხი, მით უფრო იოლია მისი დამორჩილება, მათთვის მსოფლიო გლობალისტური მთავრობის ნების თავს მოხვევა. თუ საზოგადოებრივი აქტიურობა იქნება შესატყვისი, მაშინ ამდენს ვეღარ გაგვიბედავენ. ახლა უკვე, ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოვუწოდოთ, ვუთხრათ, სანამ კიდევ დრო არის, არ დაემორჩილოს ამ გლობალისტებს. ვიდრე გვიანი არ არის, გაჩერდნენ, შეაჩერონ ეკონომიკის ნგრევა. ის 4 მილიარდი, რომელიც გადმორიცხეს საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, სხვა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა და ევროკავშირმა, ვითომ კორონავირუსთან საბრძოლველად, ეს თანხა არ მოხმარებია ხალხს, ქვეყანას. ამ თანხის დიდი ნაწილი საკარანტინო და სხვა ღინისძიებებს მოხმარდა, ტესტების შეძენას, პირბადეების შეკერვა–შეძენას… ამათ რომ ჰკითხო, მედგრად ებრძოდნენ კორონას პირველ ტალღას, მაგრამ დაავადება კი არ აღმოფხვრილა, როგორც თავად აცხადებენ, უფრო მასშტაბურად გავრცელდა ამ ბოლო დღეებში და ახალი კლასტერები გაჩნდა.საგანგებო მდგომარეობა რომ დასრულდა, დიდი ზეიმი ჰქონდათ, კორონა დავამარცხეთო, სად არის დამარცხებული ვირუსი და ახლა თავიდან რატომ იწყებენ ყველაფერს? რატომ გვიანონსებენ წინასწარ პანდემიის მეორე ტალღას? აქედან არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მდარე ტყუილია, რომელსაც საღად მოაზროვნე და საქმეში ჩახედეული ადამიანი არ დაიჯერებს?
– ხალხი უკვე შეაჩვიეს ნიღბებს, ბავშვებს ატარებენ ნიღბებით და ზოგს ტრანსპორტში, სამსახურში საათობით უკეთია. მაგალითად, ქუჩაში, გაჩერებაზე შემხვედრიან ნიღბიანი ადამიანები, როდესაც ერთად ავტობუსს, „მარშრუკტას“ დავლოდებივარ. ეს ხდება ღია სივრცეში. დისტანციის პირობებში და 15–20 წუთი გასულა და ნიღაბი არ მოუხსნიათ. არადა, პირბადით სუნთქვის დროს, ნახშირორჟანგს რომ ამოისუნთქვს ადამიანი, იმავე ნახშირორჟანგს ჩაისუნთქავს და მხოლოდ მცირე რაოდენობით ჟანგბადს, სუფთა ჰაერს, მაქსუმიმ, 5–10%–ს. ეს კი იმუნიტეტს აქვეითებს. ფილტვებისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს, ასევე, იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ვისაც ეს დაავადებები უკვე სჭირს, მათ სიციცხლეს უმოკლებს. რამდენი კაცი გამოვიდა, თქვენმა ორგანიზაციამ  რეაგულაციების შეზღუდვის საწინააღმდეგო აქცია რომ გამართეთ? 300 კაციც არ იყო, რამდენადაც ვიცი.

– 29 ივლისს, ჯანდაცვის სამინისტროსთან გავმართეთ აქცია პირბადეების სავალდებულო ტარებისა და სხვა რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით. ვუბრუნდები იმას, რომ ეს რეგულაციები ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების საერთაშორისო პრინციპებს. შესაბამისად, ჩვენ 15 კითხვა დავუსვით ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, ამ რეგულაციების მავნებლობასა და აბსურდულობაზე, მაგრამ ერთი თვე გავიდა და დღემდე პასუხი არ მოგვსვლია. უკაცრავად და, ფეხებზე დაგვიკიდეს ტიკარაძემ და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებმა, ვისაც ევალებოდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ტელეფონზეც კი არ დაგვირეკეს. არადა, ვინც იქ ვიყავით. მხოლოდ ჩვენ არ ვაპროტესტებდით რეგულაციებს და არ მოვითხოვდით პასუხს მინისტრისგან. ჩვენ უამრავი ადამიანის სახელით ვლაპარაკობთ, ვინც პირბადეების ტარებისა და სხვა რეგულაციების წინააღმდეგია. სამწუხაროდ, სატელევიზიო, სხვა სახის პროპაგანდა მუშაობს ჩვენს მოსახლეობაზე, 24 საათი უჩიჩინებენ, რომ კორონა მკვლელი ვირუსია. არსებობს  სამედიცინო სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლების საპირისპირო, მტკიცებულებებზე დამყარებული მოსაზრებები, მაგრამ მათ არ იწვევენ ტელევიზიები, სხვა მედია საშუალებებიც არ ინტერესდებიან მათი აზრით, მცირე გამონაკლისის გარდა. არც იმ უცხოელი ექსპერტების პოზიციას აცნობენ ხალხს, რომელთაც  სამედიცინო კვლევებისა და სხვა მყარი მტკიცებულებების საფუძველზე გააცამტვერეს მითი, რომ კორონა მკვლელი ვირუსია. მათ დაამტკიცეს, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია, მეტი არაფერი. ხალხს რეალური ინფორმაცია არ მიეწოდება, გამუდმებული საინფორმაციო შანტაჟის ქვეშ არიან. არჩევანი არ აქვს, რომ გადაწყვიტონ, ასე მოიქცნენ თუ ისე, გაიკეთონ თუ არა ნიღაბი და სხვა რეგულაციებს დაემორჩილონ თუ არა. ალტერნატიული ინფორმაცია არ გააჩნია ხალხს და ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე რომ ჩასჩიჩინებენ ერთსა და იმავეს, რომ კორონა მკვლელი ვირუსია და თუ აკრძალვებს არ დაემორჩილე, ამოწყდება მთელი ქვეყანა, ამას ბევრი იჯერებს. ჩვენ, ამ ეტაპზე, გვინდა იმას მივაღწიოთ, რომ ეს რეგულაციები არ იყოს სავალდებულო, ნებაყოფლობითი იყოს. არც პირბადე, არც ტესტი, არც კარანტინი არ უნდა იყოს სავალდებულო. ადამიანის ნებაა თავისუფალი, ჩვენ ვართ პიროვნებები და არავის აქვს უფლება ის დაგვაძალოს, რაც ჩვენს ნებას ეწინააღმდეგება. მით უმეტეს, ამ უფლებებს, კონსტიტუცია გვიმყარებს.

– გაქვს იმედი, რომ იმდენი ხალხი გამოვა საპროტესტო აქციებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, პანდემიის მეორე ტალღისთვის დაგეგმილი რეგულაციების ხალხისთვის თავს მოხვევა ვერ გაბედოს?

– რა არის, იცი? ახლა მეტად დაინტერესდა ზოგიერთი ტელევიზია ჩვენი აქტიურობით. მარტო „ფეისბუკ–სივრცით“ ძნელია მოსახლეობას მიაწოდო ეს უამრავი ინფორმაცია. იმ დღეს 5 კაცი ვიყავით, მერე ოცნი, მერე 50 და ბოლოს 150. თუ დაგვეხმარება მედია, ხალხს გააგებინებს, რომ ჩვენ გარეთ გავედით, ამ მავნებლურ  შეზღუდვებს ვაპროტესტებთ, შემოგვიერთდება ხალხი და ჩვენი აქციები, უფრო მასშტაბური და შესაბამისად, ხელისუფლებისთვის უფრო ანგარიშგასაწევი გახდება. მეტიც, სახიფათოც. 15 სექტემბერს, 15.00 საათზე, ყველანი პარლამენტთან უნდა შევიკრიბოთ და კორონა-მაფია გავაპროტესტოთ!

ალია