თმის ცვენის რისკის შესამცირებლად ავოკადო საუკეთესო საშუალებაა

თმის ცვენა არის საერთო მდგომარეობა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს – მაგრამ ეს შეიძლება შემაშფოთებელი იყოს. თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა ან თმის ცვენის შანსის შემცირება უბრალოდ იმით, რომ დაამატოთ ეს ჩვეულებრივი ხილი თქვენს დიეტაში. უნდა მიიღოთ თუ არა მეტი ავოკადო თმის ზრდის სტიმულირებისთვის?

თმის ცვენა შეიძლება იყოს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილი. შეიძლება ყოველდღიურად 100-მდე ღერი თმაც დავკარგოთ, მაგრამ ვერც კი შევამჩნიოთ ეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თქვენ შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ თქვენი თმის ღერების სიცოცხლე ავოკადოს რეგულარული მიღებით.

თმის ცვენის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს სტრესი, წონაში დაკლება ან თუნდაც რკინის უკმარისობა.

შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს თმის ცვენის თავიდან აცილებას.

ამტკიცებენ, რომ თმის ზრდის სტიმულირების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა თქვენს დიეტაში ავოკადოს დამატება.

ავოკადოს შეუძლია დაიცვას თმა ცვენისგან, რადგან იგი მდიდარია E ვიტამინით, ამბობს დიეტოლოგი რაიან რამანი. მან თქვა, რომ ვიტამინი E იცავს კანს დაზიანებისა და სტრესისგან. ერთი ავოკადო უზრუნველყოფს თქვენი ყოველდღიური ვიტამინი E მოთხოვნილების დაახლოებით 20 პროცენტს.

”მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეცვლით ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი და გენეტიკა, დიეტა არის ერთადერთი რამ, რომელსაც აკონტროლებთ. დაბალანსებული დიეტა სწორი საკვები ნივთიერებებით ხელს შეუწყობს თმის ზრდას, განსაკუთრებით თუ ცუდი კვების გამო თმის ცვენა გაქვთ. ავოკადო არის გემრიელი, ნოყიერი და ჯანმრთელი ცხიმების დიდი წყარო. იგი ასევე ვიტამინი E-ს შესანიშნავი წყაროა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს თმის ზრდას. ვიტამინი E ასევე იცავს კანის მიდამოებს, მაგალითად, სკალპს, სტრესისა და დაზიანებისგან.” – წერს რამანი.

ასევე, თმის ცვენისგან თავის დაცვა შეგიძლიათ ტკბილი კარტოფილის ჭამითაც, აღნიშნავს იგი. ტკბილი კარტოფილი არის ბეტა-კაროტინის შესანიშნავი წყარო, რომელიც შემდგომში გარდაიქმნება A ვიტამინად.  ვიტამინი A კი ხელს უწყობს სებუმის წარმოებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენი თმის ჯანმრთელობისთვის.

 

“აიპრესი”