“ბოლო ორი კვირაა ლარი ძალიან გაიქცა და 50 პროცენტით შემცირებულია ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია და ტენდენცია ცუდისკენ მიდის. 7 თვის ჭრილში პოზიტიური არაფერი მომხდარა, იყო რაღაც პერიოდის გადაგორება და შემოდგომაზე, ეს პრობლემები დამძიმდა” – ბიზნესმენმა და კორპორაცია ICR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კახა ხაზარაძემ “კომერსანტთან” საცალო ვაჭრობის გამოწვევებზე და ლარის მერყეობათან ერთად რიგი ბრენდების გაყიდვების შემცირებაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, ICR ჯგუფი ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის 80-მდე საერთაშორისო ბრენდს, კვების ობიექტებს და 400-მდე მაღაზიას აერთიანებს. ჯგუფი გარკვეული ბრენდების დახურვას განიხილავდა, მათ შორისაა PARFOIS-ი. როგორც ბიზნსმენი განმარტავს, კომპანია ანტიკრიზისულ გეგმებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ განავითარებს.
“კურსის ცვლილებამ და პანდემიამ სხვადასხვანაირად იმოქმედა სხვადასხვა ბრენდზე, არის პირველადი მოთხოვნის ბრენდები და არის მეორადი. პანდემიის გამო რითეილს რომ პრობლემები აქვს, ეს ფაქტია და არც ჩანს იმის საშუალება, რომ შეიძლება რაღაც სიკეთისკენ წავიდეთ, თუ ასე გაგრძელდა ძალიან ბევრი კომპანია დაიხურება წლის ბოლომდე. კომპანიისგან ცლკე ანტიკრიზისული გეგმა ცალმხრივად არ არსებობს სახემწიფოს ჩარევების და მონაწილების გარეშე, მხოლოდ კომპანია ვერ გაართმევს თავს. ჩვენ მოვიქცევით ადეკვატურად იმის მიხედვით, თუ რა სიტუაციაში ვიქნებით. მოვერგებით სიტუაციას იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მეოთხე კვარტალში. მაქსიმალურად ვეცდებით გადავაგოროთ სიტუაცია. 2021 წლის ბუჯეტს ვერ ვაკეთებ, რომელიც წესით დამთავრებული უნდა მქონდეს” – ამბობს კახა ხაზარაძე.
წყარო: commersant.ge