ახალ ზელანდიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ახალ ზელანდიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

დღეიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ ქალაქ ოკლენდში, სადაც ეპიდაფეთქებაა და ასევე მხოლოდ თვითმფრინავებში.

შეგახსენებთ, რომ ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ 21 სექტემბერს განაცხადა.

პანდემიის პერიოდში ახალ ზელანდიაში ვირუსის სულ 1 468 შემთხვევა გამოვლინდა და აქედან დაიღუპა მხოლოდ 25 ადამიანი.

წყარო: commersant.ge