გადააყოლეთ ეს ქვეყანა თქვენს გაუმაძღარ, ე.წ. სახელისუფლებო კომფორტს…-რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

გუშინ ერთმა ფბ მეგობარმა დაწერა და მეც მაინტერესებს- ზოგი პარლამენტარი, ოფიციალური მონაცემებით, პარტიის ანგარიშზე, ხანდახან ორჯერ მეტ თანხას რიცხავს, ვიდრე 4 წლის განმავლობაში ხელფასს იღებს და ეს როგორ გავიგოთ? საიდან? რატომ?

სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოიხსნას,(უკრაინაში უკვე მოხსნეს) რადგან ეს კორუფციის, ნეპოტიზმის და ქვეყნის დამუხრუჭების წყაროა.

სხვანაირად ვერ აიხსნება ზემოთ მოყვანილი ფაქტები.

აბა, ახლა “ხალხზე ზრუნვის გამო”, უფრო მეტს რიცხავენ პარტიაში, ვიდრე ხელფასს იღებენ თემა, აქ საერთოდ არ განიხილება.

თან, არცერთი 30 წლიანი წურბელა, რომელიც დღესაც მიილტივის პარლამენტისკენ, არ აყენებს ამ საკითხს.

გადააყოლეთ ეს ქვეყანა თქვენს გაუმაძღარ, ე.წ. სახელისუფლო კომფორტს, მამაძაღლები თქვენ.

წყარო